გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 1 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება 11:00-დან 19:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში კამარლო, დაგარახლო, იაღუფლო, შახმარლო და მიმდებარე სოფლებში.
11:00-დან 18:30 საათამდე - აბონენტებს წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში კუში, ოზნი, ბურნაშეთი, ბერთა, ბეშთაშენი. 14:00-დან 15:00 საათამდე - წალკაში კოსატავას, ჭელიძის, თამარ მეფის, იოანიდის და მიმდებარე ქუჩებზე, სოფლებში კოხტა, ხარება, ჩრდილისუბანი.
12:00-დან 17:00 საათამდე - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხოჯორნი, ახკერპი, წერაქვი, ჩანახჩი, ოფრეთი და მიმდებარე სოფლებში.
12:00-დან 16:00 საათამდე - თეთრიწყაროში ფარნავაზის, აღმაშენებლის, დიდგორის, წმინდა ნინოს, გამსახურდიას და მიმდებარე ქუჩებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.