საქართველოდან ემიგრაციაში 100 ათასი ადამიანი წავიდა

2019-04-30 12:19:51

2018 წელს საქართველოდან ემიგრაციაში თითქმის 100 ათასი ადამიანი წავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

საქსტატში აცხადებენ, რომ 2018 წელს ემიგრანტების რიცხოვნობა 98 935 კაცით განისაზღვრა და წინა წელთან შედარებით 15.8 პროცენტით გაიზარდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 5.9 პროცენტით არის ასევე გაზრდილი იმიგრანტების რიცხოვნობა და მან 88 152 კაცი შეადგინა.

ოფიციალური ინფორმაციით, ამავე პერიოდში, ემიგრანტების 86.6 პროცენტი და იმიგრანტების 84.5 პროცენტი, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენდა.