აღმოსავლეთიდან თბილისში და რუსთავისკენ მომავალი ავტომობილები საცობში არიან.
"ინფო რუსთავს" ერთერთი მგზავრი დაუკავშირდა რომელმაც განაცხადა რომ - "სართიჭალასთან დიდი საცობია, დაახლოები 40 წუთი მოგვიწია გაჩერება თუ მეტი არა. 2 საათში უნდა ჩამოვსულიყავით მაგრამ 4 საათი მოგვიწია გზაში ყოფნამ".
არსებული ინფორმაციით გზატკეცილზე ავტომობილები რამდენიმე ზოლს იკავებენ, არღვევენ მოძრაობის წესებს, ჰქმნიან საავარიო სიტუაციებს და საცობებს.