13 წლის მოზარდს ავტომობილი დაეჯახა

2019-04-29 20:50:28

ავტოსაგზაო შემთხვევა ჭიათურაში მოხდა.

არსებული ინფორმაციით 83 წლის მამაკაცს მსუბუქი ავტომობილი დაუგორდა და 13 წლის ბიჭს დაეჯახა.

მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა, მანქანის მძღოლი კი შეუძლოდ გახდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს და გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლით დაიწყო.