რუს ბაიკერებს ლარსის გადამკვეთ პუკტზე, საზღვრის გადაკვეთაზე უარი უთხრეს და საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოუშვეს- ამის შესახებ "ტვიტერზე" ჟურნალისტმა Conflict Intelligence Team-ის დამფუძნებელმა რუსლან ლევიევმა დაწერა.
ლევიევმა ასევე წერს, რომ: "ნაცნობები წერენ, რომ 27 აპრიულიდან საქართველომ საზღვარი რუსეთიდან ჩამოსული მოტოციკლისტებისთვის დროებით ჩაკეტა მაისის დღესასწაულების პერიოდშო. უკან გვაბრუნებენ ოფიციალური უარით"
"ეს ყოველ წელს ასე ხდება 2014 წლიდან. მესაზღვრეები ამბობენ, რომ არ უნდათ პროვოკაცია. 4 მაისიდან ყველას შეუშვებენ. ახლა ყველას უკან აბრუნებენ"- წერს DW-ს კომენტარებში ერთ-ერთი ბაიკერი
ამის შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს:
რუსეთის მოქალაქეებს უარი ეთქვათ საქართველოში შემოსვლაზე „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
კანონის ამ მუხლში აღნიშნულია, რომ უცხოელს საქართველოში შემოსვლაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ იგი არ იძლევა ინფორმაციას, ან იძლევა ყალბ ინფორმაციას თავისი პიროვნებისა და მგზავრობის მიზნის შესახებ.