მამამ შვილი მოკლა

2019-04-29 10:32:55

კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მამამ ცივი იარაღით 40 წლამდე შვილი მოკლა.

მამაკაცს სასიკვდილო ჭრიკლობები გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული.

არსებული ინფორმაციით, 69 წლის მამაკაცი ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა. სამართალდამცავებმა ის ცხელ კვალზე დააკავეს.

შსს-ში განაცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება 108-მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-და 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.