1 გარდაცვლილი და 3 დაშავებული

2019-04-28 22:38:17

ავტოსაგზაო შემთხვევა ჩქაროსნულ მაგისტრალზე, თბილისში, ორთაჭალის მონაკვეთზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით "ტოიოტა"-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და დამცავ ჯებირს დაეჯახა.

ავტომობილში 4 ადამიანი იმყოფებოდა, 30 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა 3 ადამიანი კი დაშავდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო, საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

დაშავებულები უახლოეს საავადმყოფოში გადაიყცანეს.