ავარია მსხვერპლით დასრულდა

2019-04-27 23:32:25

ავარია მსხვერპლით დასრულდა, 10 წლის ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 2 ადამიანი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით ზესტაფონიდან ქუთაისის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და არხში გადავარდა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები, დაშშავებულები ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შსს-ში აცხადებენ რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.