ფოთში, მალთაყვის სანაპიროზე "მითსუბიშის" მარკის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილს ცეცლი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ის ამობრუნდა.
მანქანაში სამი ადამიანი იმყოფებოდა, რომლებმაც გადმოსვლა დროულად მოახერხეს.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები.