საავადმყოფოს საკანალიზაციო მილში ემბრიონი იპოვეს

2019-04-27 13:06:21

ქობულეთის რეგიონალურ საავადმყოფოს საკანალიზაციო მილში ემბრიონი იპოვეს.

ექიმები არ აკონკრეტებენ, როგორ აღმოჩნდა მილში ემბრიონი. ისინი ამბობენ, რომ წყლის სისტემა გაიჭედა და გაწმენდის შემდეგ მასში ემბრიონი აღმოჩნდა, რის შესახებაც სამართალდამცველებს აცნობეს.

შსს-ში აცხადებენ,რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.