გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 30 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება:
11:00-დან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში კრწანისი, თელეთი, მთისძირი და მიმდებარე სოფლებში.
11:00-დან 18:30 საათამდე - აბონენტებს წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხაჩკოვი, ბაშკოვი, კარაკომი, კაბური, საბეჭისი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.