ხახვის ფასმა საგძნობლად მოიმატა

2019-04-27 13:19:02

ხახვის ფასი, გასული თვის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის გაორმაგებულია.

რუსთავში ე.წ სტამბულის ბაზარში ერთი კილოგრამი ხახვი რომელიც ერთი თვის წინ 1,40 - 1,50 ლარი ღირდა, დღეს 2 - 2,20 ლარამდე გაძვირდა.

როგორც რუსთავის აგრარული ბაზრის მოვაჭრეები ინფო რუსთავთან აცხადებენ, ბაზარზე ხახვის დეფიციტია და სწორედ ამან განაპირობა ფასების ზრდაც. რუსთაველი მოვაჭრეები ამბობენ, რომ ხახვი ძირითადად თურქეთიდან შემოდიოდა, რადგან საქართველოში ხახვის დეფიციტია და წარმოება ბაზრის მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს.

აშკარაა, რომ ადგილობრივ ბაზარზე ქართული ხილ-ბოსტნეულის დიდი დეფიციტია. რუსთავის აგრარულ ბაზრებში დასაქმებულები აცხადებენ, რომ უკვე დეკემბრიდან შეიმჩნევა ქართული პროდუქტის დეფიციტი, რაც განსაკუთრებით ბოსტნეულ კულტურაზე აისახება.