დღეს მერობის კანდიდატი, ზაურ დარგალი, ქალაქ მარნეულში არსებული კიკბოქსის კლუბ „სარვანის“ სპორტსმენებსა და მწვრთნელებს შეხვდა.
მერობის კანდიდატმა მიღწევების შესახებ მოისმინა და ახალგაზრდა სპორტსმენებს წარმატებები უსურვა.
„ადგილობრივი თვითმმართველობისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს ჩვენი ახალგაზრდების სპორტულ და კულტურულ-შემოქმედებით საქმიანობაში ჩართულობა. ასევე, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციასა და დამკვიდრების მიზნით მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ინფორმირებულობა და პროპაგანდა. ამისთვის აუცილებელია, რაც შეიძლება მეტი სპორტული და კულტურული სივრცის შექმნა“, - განაცხადა ზაურ დარგალმა.
ინფორმაციას ზაურ დარგალის საარჩევნო შტაბი ავრცელებს ®