23 აპრილს ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2019-04-22 20:22:04

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 23 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება:

11:00-დან 16:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს ქალაქ ბოლნისში, ბოლნისის რაიონის სოფლებში ტალავერი, მამხუტი, ჭაპალა, რაჭისუბანი, ხატისოფელი და მიმდებარე სოფლებში.

14:30-დან 19:00 საათამდე - დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში განთიადი, ჯავახი, ვარდისუბანი, ტნუსი და მიმდებარე სოფლებში.

16:00-დან 17:00 საათამდე - გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებს ნაზარლო, ვახტანგისი, კალინინო, თაზაქენდი და მიმდებარე სოფლებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.