პანკისიდან სპეცრაზმი გაიყვანეს

2019-04-21 18:23:47

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პანკისში მოსახლეობასთან შესახვედრად ჩავიდა და განაცხადა, რომ ის იქ იმყოფებოდა იმიტომ, რომ ფორმიან ადამიანებს ქვები ესროლეს.

მისი განცხადებით, ყველა იმ ადამიანმა ვინც, შსს თანამშრომელს, ფიზიკური ზიანი მიაყენა და იძალადა კანონის სრული პასუხისმგებლობით აგებს პასუხს.

"ყველა, ვინც ფიზიკურად იძალადა შსს-ს თანამშრომელზე, კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს. კომპანიის წარმომადგენლები გააგრძელებენ ადგილობრივებთან საუბარს, სანამ მხარდაჭერის კონკრეტულ რაოდენობას არ მიაღწევენ. თუმცა აქ არის რამოდენიმე სხვა პროექტი, რომელზეც დაიწყება მუშაობა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.