დაძაბული ვითარება პანკისში

2019-04-21 15:04:50

პანკისის ხეობაში სპეციალური დანიშნულების რაზმსა და მოსახლეობას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

მოსახლეობა სოფელ ბირკიანში ჰესის მშენებლობის გაგრძელებას აპროტესტებს.

ამდროისთვის ვითარება ადგილზე დაძაბულია. ერთმანეთთან დაპირისპირებისას, სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, ხოლო ადგილობრივემბა ქვები და ხელკეტები გამოიყენეს.

ადგილობრივების მოთხოვნაა სპეც. დანიშნულების რაზმმა დატოვოს ტერიტორია და კომპანიებმა შეწყვიტონ ჰესის მშენებლობა.