20 აპრილს ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2019-04-19 17:49:56

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.

როგორც ინფო რუსთავს კომპანიიდან აცნობეს, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 20 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება 13:30-დან 19:30 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს მარნეულში 26 მაისის, 300 არაგველის და მიმდებარე ქუჩებზე, იაღლუჯას და ჯანდარის დასახლებაში, ყიზილ-აჯლოში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.