ლიბერთი ბანკი დააყაჩაღეს

2019-04-19 11:57:10

თბილისში, ვარკეთილში სუხიშვილის ქუჩაზე "ლიბერთი ბანკი" დააყაჩაღეს.

ადგილობრივების თქმით, შემთხვევის ადგილზე ისმოდა სროლის ხმა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილია ერთი პირი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს. ამ ეტაპზე სხვა დეტალები ცნობილი არ არის.