ეკონომიკის მინისტრი თანამდებობას ტოვებს

2019-04-18 18:24:50

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია თანამდებობას დატოვებს. ჟურნალისტის კითხვაზე ტოვებს თუ არა ის თანამდებობას ქობულიამ განაცხადა, რომ ეს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის გადასაწყვეტია.

„მაგასთან დაკავშირებით მე ნუ მეკითხებით. ამისთვის არსებობს პრემიერმინისტრი, ვინც იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს და მას შეგიძლიათ მიმართოთ", - აღნიშნა ქობულიამ.

გიორგი ქობულია ეკონომიკის მინისტრად 2018 წლის 12 ივლისს დაინიშნა, მანამდე კი ბიზნესის სფეროში საქმიანობდა.