18 აპრილს ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2019-04-17 18:25:04

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 18 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება 13:00-დან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჯანდარა, ნაგები, ლემშვენიერა და მიმდებარე სოფლებში. 11:00-დან 19:40 საათამდე - ახალწყალი, ქვემო თელეთი, თელეთი, კუმისი და მიმდებარე სოფლებს.

11:00-დან 19:00 საათამდე - ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებს ჭაპალა, რაჭისუბანი, სამტრედო, მწყნეთი და მიმდებარე სოფლებს.

16:00-დან 17:40 საათამდე - მარნეულისის მუნიციპალიტეტის სოფლებს კაჩაგანი, აღმამედლო, ტაკალო, ქირაჩ-მუღანლო და მიმდებარე სოფლებს. 10:00-დან 19:00 საათამდე - სოფლებს სადახლო, მოლაოღლი, ხულდარა, ზემო სარალი და მიმდებარე სოფლებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.