მატარებელი მწყემსს დაეჯახა

2019-04-17 14:50:12

სოფელ ქვემო ხვედურეთთან მწყემსს ბათუმის ჩქაროსნული მატარებელი დაეჯახა. 40 წლამდე კაცი მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-7 წლამდე.