"ვითხოვთ წულუკიანთან შეხვედრას"

2019-04-16 23:10:45

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში მოსახლეობა "არა ციხეს"- სლოგანით საპროტესტო აქციას აგრძელებს.

აქციის მონაწილეები მინისტრის მიერ დღეს გაკეთებულ კომენტარს ეხმაურებიან და თეა წულუკიანთან შეხვედრას ითხოვენ. საჭიროა დიალოგის გამართვა, კონკრეტული პასუხების მოსმენა და გადაწყვეტილების მიღებაა, აცხადებენ აქციის მონაწილეები.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ნინო გოგინაშვილი "ინფო რუსთავთან" აცხადებს, რომ - "დღეს იყო გამოხმაურება ბატონ შოთა რეხვიაშვილისგან, შედგა დიალოგი ჩვენს შორის. მისგან წამოვიდა წინადადება, რომ შევეცდებიო, რომ დავითანხმო რამდენიმე მეტრით გადაწიონ ღობეო. 10 მეტრით აქეთ იქნება ღობე თუ იქეთ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ პირველი  აქციიდანვე ვაანონსებთ, რომ გვინდა დიალოგი, რომ დავსხდეთ და მოისმინონ ჩვენი არგუმენტები თუ რატომ არ გვინდა ციხე და რატომ არ უნდა აშენდეს. ვნახოთ რა იქნება, ჩვენ ვაგრძელებთ აქციებს".

ადგილობრივმა მოსახლეობამ ასევე განაცხადა, რომ აქცია არის აპოლიტიკური და ისინი სრულიად ემოჯნებიან პოლიტიკურ განცხადებებს.