წულუკიანი: დასანანია, რომ კარვის გაშლის მეთოდს მიმართავენ

2019-04-16 14:32:55

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა რუსთავში ციხის მშენებლობასა და საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა და გაანაცხადა, რომ: -"მე ვფიქრობ, რომ ამ პროცესების პოლიტიზირება არ ივარგებს, იმიტომ, რომ საქმე ეხება ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტის, პენიტენციალური სამსახურის გაძლიერებას. ადამიანის უფლებების კიდევ უფრო მაღალი ხარისხით დასაცავად პენიტენციურ სისტემაში და ასევე დანაშაულთან უფრო ეფექტურ ბრძოლას, რის გარეშეც  წარმოუდგენელია ინფრასტრუქტურული განვითარება თუ არ იქნა სისტემაში, ჩვენ ვერ შევებრძოლებით დანაშაულს ეფექტურად. მე ვფიქრობ, რომ საზოგადოება არის ერთსულოვანი რომ დანაშაულთან ეფექტური ბრძოლაა საჭირო, როდესაც მსჯავრდებული ხვდება საპატიმროში მისი უფლებების მაღალი ხარისსხით არის დაცვა საჭირო დასახულია სამი ღია დაწესებულება. ე.წ. ზონები თუ კოლონიები, ჩვენ წილად გვხვდა საბჭოთა წარსულიდან. ამიტომაც ეს ვერ მოხდება ინფრასტრუქტურული განვითარების გარეშე, მე ვფიქრობ რომ დაახლოებით 60 მილიონიანი ინვესტიცია რაც რუსთავისთვის კეთდება ჩვენი სისტემის მხრიდან არის უნიკალური შესაძლებლობა და დასაქმდება ამ სისტემაში 500-დან 600-მდე ადამიანი. დასანანია, რომ დიალოგის რეჟიმს ზოგიერთი ადამიანი არ ემხრობა და კარვის გაშლის მეთოდს მიმართავს. კონსულტაციებისთვის ჩვენი კარი კვლავ ღიაა იმისთვის, რომ თუნდაც ერთად დავთვალოთ ის მეტრები, რომელიც აშორებს კორპუსებს ციხის კედლებთან, ეს არის დაახლოებით 100 მეტრი. ერთად ვნახოთ რენდერები, ესკიზები, პროექტები და ჯანსაღი დიალოგის ფარგკებში ვისაუბრებთ იმაზე ამხელა ინვესტიცია, რას მოუტანს რუსთავს, რუსთაველებს და კონკრეტულად ჭყონდიდელის დასახლების წარმომადგენლებს"

განცხადება იუსტიციის მინისტრმა „სოციალური მუშაობა სისხლის სამართლისმართლმსაჯულების სისტემაში გზა მსჯავრდებულთა ცხოვრების ცვლილებისა დადანაშაულის შემცირებისკენ“ შეხვედრის შემდეგ გააკეთა.