17 აპრილს ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2019-04-16 18:58:02

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 17 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება 11:00-დან 19:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჯანდარა, ნაგები, ლემშვენიერა და მიმდებარე სოფლებში.

11:00-დან 19:00 საათამდე - დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებს გომარეთი, ველისპირი, სარკინეთი, მამულო, განახლება და მიმდებარე სოფლებს.

11:00-დან 12:00 საათამდე - მარნეულისის მუნიციპალიტეტის სოფლებს კაჩაგანი, აღმამედლო, ტაკალო, ქირაჩ-მუღანლო და მიმდებარე სოფლებს. 11:20-დან 19:00 საათამდე - სოფლებს თაქალო, კაპანახჩი, შულავერი, სადახლო და მიმდებარე სოფლებს.

11:00-დან 18:30 საათამდე - წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებს ხაჩკოვი, ყაბური, ჩივთქილისა, საბეჭისი და მიმდებარე სოფლებს. 11:00-დან 11:30 საათამდე და 18:00-დან 18:30 საათამდე - სოფლებს ბარეთი, ბაშკოვი, კარაკომი, საბეჭისი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.