16 აპრილს ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2019-04-15 22:49:44

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 16 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება:

11:00-დან 19:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში დარბაზი, გეთა, ხახალაჯვარი, ფოცხვერიანი და მიმდებარე სოფლებში.

11:00-დან 19:00 საათამდე - დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებს ზემო ოროზმანი, პანტიანი, მთისძირი და მიმდებარე სოფლებს.

15:00-დან 17:00 საათამდე - მარნეულისის მუნიციპალიტეტის სოფლებს საბირქენდი, მარნეული, აზიზკენდი, ოფრეთი და მიმდებარე სოფლებს. 15:00-დან 16:00 საათამდე - სოფლებს ალგეთის მევენახეობა, ალგეთი, კაპანახჩი, ქეშალო, ამბაროვკა და მიმდებარე სოფლებს.

11:00-დან 18:30 საათამდე - წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებს ხაჩკოვი, ყაბური, ჩივთქილისა, საბეჭისი და მიმდებარე სოფლებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.