ქართველმა სპორტსმენმა 260 კილოგრამი აწია [video]

2019-04-13 18:56:10

ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ძალოსნობაში ბათუმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მძიმე წონაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა. [ვიდეო/video]

მან 218 კგ აიტაცა. ქართველმა ძალოსანმა ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი მოიპოვა და მორიგი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

ამავე წონაში ვერცხლი ირაკლი თურმანიძემ აიღო. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ატაცი 195 კილოგრამით წარმატებით დაიწყო. მეორე მისვლაზე ევროპის ჩემპიონმა და ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორმა 201 კილოგრამი დაიმორჩილა, მესამეზე კი წონა კიდევ ხუთი კილოგრამით დაამძიმა, 206-ზე მივიდა და ატაცში ვერცხლის მედალიც გაიფორმა.