რუსთავი აღარ დაიტბორება

2019-04-12 21:44:44

იაღლუჯის ფერდობიდან ჩამოსული წყალი ქალაქში აღარ შემოვა და ქუჩების დატბორვა გამოირიცხება. სწორედ აღნიშნული პრობლემის მოგვარების გამო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ინფრასტრუქურულ სამუშაოებზე ტენდერი უკვე გამოაცხადა.

ტენდერის მიხედვით ბიუჯეტიდან 15 582 681 ლარი გამოიყო, ხოლო გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 16 თვეში უნდა დაასრულოს.

შეგახსენებთ რომ იაღლუჯის ფერდობიდან ჩამოსული წყალით რუსთავის ქუჩები უკვე წლებია იტბორება. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით მწვავედ 2018 წლის 2 ივნისს დადგა, როდესაც წყლის დიდმა ნაკამდა ქალაქს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. იმ დროს, ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ დახმარებისთვის ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიმართა, ადგილზე იმყოფებოდა მინისტრის მოადგილე, მოხდა ვითარების შეფასება და განისაზღვრა სამოქმედო გეგმა. პროექტის განსახახორციელებელი თანხები კი 2019 წლის ბიუჯეტში გაითვალიწინეს.

ტენდერის მიხედვით იაღლუჯის მთის ფერდობებზე ფორმირებული ღვარცოფული ნაკადებისაგან ქალაქის ქუჩებისა და საცხოვრებელი მიკრორაიონების დაცვის მიზნით, ქალაქ რუსთავის ღვარცოფული ნაკადებისაგან დაცვის ღონისძიებები უნდა განხიორციელდეს. ჩასატარებელი ძირითადი სამუშაოთა სახეობები: მოსამზადებელი სამუშაოები; მიწის სამუშაოების ჩატარება; ანაკრები რ/ბეტონის და გოფრირებული მილების მოწყობა; მონოლითური რ/ბეტონის კოლექტორის მოწყობა; ანაკრები რ/ბეტონის ჭების მოწყობა; საგზაო სამოსის მოწყობა.

შემსრულებელი პასუხისმგებელია სამუშაოსათვის გამოყოფილი ადგილის შესაბამის გამოყენებაზე, სამუშაოების
დასრულების შემდეგ გარემოს საჭირო და სათანადო აღდგენაზე ავტოტრანსპორტის ინტენსიური მოძრაობის პირობებში შეასრულოს სამუშაოები პერსონალისთვის უსაფრთხო და ეკოლოგიურად მისაღები გზით და ვალდებულია
დაიცვას შემდეგი პირობები:
* უზრუნველყოს სამუშაო ადგილის ფარგლებში მდებარე ხეების და მცენარეების სიცოცხლისუნარიანობა;
* მინიმუმამდე დაიყვანოს ხმაურის, ვიბრაციის და მტვრის გავლენა;
* სამუშაოების დასრულების შემდეგ შემსრულებელი ვალდებულია თავისი ძალებით და სახსრებით დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი მანქანა-მექანიზმებისაგან, მოწყობილობა-დანადგარებისაგან,
მასალებისაგან, დროებითი ნაგებობებისაგან და ა. შ.;
* სამუშაო ადგილის ფარგლებში უზრუნველყოს გარემოზე ეკოლოგიური ზემოქმედების მინიმუმადე დაყვანა;
* სამუშაოების შესრულების პროცესში საავტომობილო გზაზე უზრუნველყოს სამუშაო ადგილის შემოფარგვლა
და დამცავი გამაფრთხილებელი თვალსაჩინოების და შუქნიშნების დაყენება.