12 აპრილს ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2019-04-11 18:18:11

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 12 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება 09:00-დან 20:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს სოფლებში წინუბანი, მარტყოფი, დიდი ლილო, ნასაგური, ბროწეულა და მიმდებარე სოფლებში.

13:00-დან 16:00 საათამდე - სოფლებს ნაზარლო, ვახტანგისი, ქესალო, კაპანახჩი.

14:00-დან 17:00 საათამდე - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებს ბოგვი, არდისუბანი, ჯორჯიაშვილი.

11:00-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში კოხტა, ხარება, ახალიკი, ჩრდილისუბანი და მიმდებარე სოფლებში.

10:00-დან 19:00 საათამდე - აბონენტებს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში კიზილ-აჯილო, ჯანდარის დასახლებაში, მარნეულში ბარათაშვილის, 26 მაისის გუდიაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.  12:00-დან 16:00 საათამდე - სოფლებში სადახლო, შაუმიანი, კაჩაგანი, აღმამედლო და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.