მთის ფაკულტეტი შეიქმნება

2019-04-11 13:38:43

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე მთის ფაკულტეტი შეიქმნება.

შესაბამისი განკარგულება საქართველოს მთავრობამ გამოსცა, რომლის თანახმადაც, ფინანსთა სამინისტრომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 150 000 ლარი უნდა გამოუყოს, რომელიც ტექნიკურ უნივერსიტეტს გადაეცემა. ამ თანხით უნივერსიტეტში მთის ფაკულტეტი და შესაბამისი სასწავლო პროგრამა უნდა მომზადდეს.