ყვითელი ავტობუსი ავარიაში მოჰყვა

2019-04-11 12:13:14

თბილისში, კრწანისის ქუჩაზე მგზავრებით სავსე ყვითელი ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ბორდიულზე ავარდა და გაჩერდა.

როგორც "ინფო რუსთავს" თბილისის მერიაში განუცხადეს, ავტობუსის მძღოლი შეუძლოდ გახდა და საჭე ვეღარ დაიმორჩილა. ტრანსპორტში კი ამ დროისთვის ათობით მგზავრი იმყოფებოდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ფაქტზე დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები.