11 აპრილს ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2019-04-10 20:24:38

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 11 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება:

11:30-დან 18:30 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში ამლივი, ტბისი, ფარცხისი, ჩხიკვთა და მიმდებარე სოფლებში, ასევე 11:30-დან 18:30 საათამდე - აბონენტებს სოფლებში არხოტი, შეხვეტილა, პატარა ნამტვრიანი, კოდის წყარო, მანგლისში და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.