თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ამავე უნივერსიტეტის სტუდენტი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.
როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.
დაჭრილი სტუდენტი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.