ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

2019-04-08 23:56:28

თბილისში 27 წლის მამაკაცს უკვე 6 დღეა ეძებენ.

არტურ პეტროსიანი სახლიდან 3 აპრილს გავიდა. ოჯახი ვაზისუბანში ცხოვრობს, დედის განცხადებით ახალგაზრდას ტანთ ეცვა ღია ფერის ჯინსის შარვალი და მუქი ფერის ქურთუკი. პეტროსიანის მეგობარი ფეისბუქში წერს: "სახლიდან გავიდა სამ აპრილს და არ დაბრუნებულა არტურ პეტროსიანი. თუ გაქვთ ინფორმაცია ან დაინახეთ, უმორჩილესად გთხოვთ, შეგვატყობინოთ შემდეგ ნომერზე: 599 644 688
ძალიან გთხოვთ გააზიარეთ, რომ მალე გავრცელდეს და ვიპოვოთ".

შსს-ში აცხადებენ რომ მიმდინარეობს აქტიური სამძებრო სამუშაოები.