"რწმუნებულის ადმინისტრაცია თეატრის გვერდითაა"

2019-04-08 18:24:09

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა რუსთავის მუნიციპალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს სოსო ნემსაძესა და მსახიობს, გია ხუსკივაძეს რწმუნებულის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.

რეხვიაშვილმა თეატრის წარმომადგენლებს წარმატებული მუშაობისათვის მადლიერების ნიშნად სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

"საქართველოს თეატრალური საზოგადოების პრემია გადაეცა სხვადასხვა ნომინაციაში რუსთავის მუნიციპლურ თეატრს, რაც ძალიან გვახარებს. საუკეთესო რეჟისურული ნამუშევრისთვის დაჯილდოვდა "შეშლილის წერილების" რეჟისორი ბატონი სოსო და მსახიობები, მათ შორის ბატონი გია ხუსკივაძე, ამაგდარი მსახიობის ტიტულით. ქვემო ქართლი გამორჩეული მხარეა, განსაკუთრებით ქალაქ რუსთავს აქვს ძალიან დიდი თეატრალური ტრადიცია, ამ თეატრს კი სჭირდება წახალისება, გვერდში დგომა და ჩვენი მადლიერების გამოხატვა. მოკრძალებული სამადლობელც ეს იყო, შევხვდით თეატრის მთავარ რეჟისორს და მსახიობს, გავიზიარეთ კიდევ ერთხელ მათთან ერთად ის საჭიროებები, რაც დგას თეატრის წინაშე და აღვუთქვით მაქსიმალური მხარდაჭერა მათ. მინდა დარწმუნებული იყვნენ, რომ რწმუნებულის ადმი ნისტრაცია მუდმივად მათ გვერდითაა", - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

შეგახსენებთ, რუსთავის თეატრს თეატრალური საზოგადოების ყოველწლიური პრემიის სამი ჯილდო ხვდა წილად.

შემოქმედებითი კავშირის "საქართველოს თეატრალური საზოგადოება" ყოველწლიური პრემია "წლის საუკეთესო რეჟისორული ნამუშევარი" რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს სოსო ნემსაძეს მიენიჭა. ნემსაძემ ეს ჯილდო სპექტაკლისთვის "შეშლილის წერილები"მიიღო.