პროფესიული ჯილდო სოსო ნემსაძეს

2019-03-30 17:47:32

თეატრალური საზოგადოების ყოველწლიური პრემიის სამი ჯილდო რუსთავის თეატრს ერგო.

შემოქმედებითი კავშირი "საქართველოს თეატრალური საზოგადოება" ყოველწლიური პრემია "წლის საუკეთესო რეჟისორული ნამუშევარი" რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს სოსო ნემსაძეს მიენიჭა. ნემსაძემ ეს ჯილდო სპექტაკლისთვის "შეშლილის წერილები"მიიღო.

თეატრალური საზოგადოების მიერ დაწესებული ჯილდოს, ამაგდარის წოდება მიენიჭა, ასევე რუსთავის თეატრის სადადგმო ნაწილის უფროსს გია ხუსკივაძეს.

"ეროსი მანჯგალაძის პრემია" კი რუსთავის თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს, თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძეს მიენიჭა.