თვე-ნახევრის ბავშვი გარდაცვლილი ნახეს

2019-04-08 14:35:06

გორის რაიონში, სოფელ ზემო სობისში თვე-ნახევრის ბავშვი მშობლებმა გარდაცვლილი ნახეს. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ჩვილს დაბადებიდან ერთი ფილტვი არ გაეხსნა, რაც სავარაუდოდ, მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.