უბედური შემთხვევა ლანჩხუთში

2019-04-08 10:56:47

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტ სოფელ ხაჯალიაში 9 წლის ბიჭი საქანელიდან გადმოვარდა და დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, ბავშვი მე-4 კლასის მოსწავლე იყო. ამის შესახებ სოციალურ ქსელში სკოლის დირექტორმა ხათუნა აფხაზავამ დაწერა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი ეზოში ძმასთან ერთად თამაშობდა, შემთხვევას კი ბებიაც შეესწრო.