დიღომში გაზი აფეთქდა

2019-04-07 12:51:15

თბილისში, დიღმის მასივში, მე-4 მიკრორაიონში, ხუთსართულიანი კორპუსის მეოთხე სართულზე აფეთქება მოხდა.

პირველადი ინფორმაციით, საცხოვრებელ ბინაში გაზი აფეთქდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, რომ შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა.

ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.