ქუთაისში ელექტრომობილების ქარხანა აშენდება

2019-04-06 20:16:43

ქუთაისში ელექტრომობილების ქარხანა აშენდება.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

ელექტრომობილოები ქართული წარმოების იქნება და ძირითადად ექსპორტზე გავა.

ქარხნის მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება.

მამუკა ბახტაძე - „მე მინდა დიდი სიხარულით მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ პირველად ჩვენს რეგიონში, საქართველოში, იწყება ელექტრომობილების წარმოება. კომპანია „ჩანგანმა“, რომელიც არის მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ელექტრომობილების მწარმოებელი, რომლის სტრატეგიული პარტნიორები არიან ისეთი გიგანტები, როგორიც არის „ვოლვო“,“ ვოლკსვაგენი“, „ფორდი“, მიიღო გადაწყვეტილება, რომ სწორედ საქართველოში აშენდება ელექტრომობილების ქარხანა და უკვე 2020 წლიდან ჩვენ შევძლებთ ბაზარს მივაწოდოთ ელექტრომობილები. ჩვენ შევარჩიეთ ქალაქიც, ქალაქი რომელსაც აქვს დიდი ინდუსტრიული გამოცდილება, ქალაქი რომელიც თითოეულ ქართველს უყვარს. ელექტრომობილების ქარხანა აშენდება ქუთაისში.“