8 აპრილს ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2019-04-06 14:26:26

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

როგორც ინფო რუსთავს კომპანიიდან აცნობეს, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების 8 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 11:00დან 16:00საათამდე სოფლებს ვაზიანი, მარტყოფი, ლოჭინი, ახალსოფელი   და მიმდებარე ტერიტორებს, ასევე ვაზიანის, ლილოს დასახლებებს, კახეთის გზატკეცილს და მიმდებარე ტერიტორიას.

დმანისის მუნიციპალიტეტში 11:00დან 19:00 საათამდე შეეზღუდება აბონენტებს სოფლებში ირგანჩი, ამამლო, ბაზაქლო, გუგუთი, ანგრევანი და მიმდებარე სოფლებს. 11:00დან 19:00სათამდე სოფლებს ზემო ოროზმანი, პანტიანი, მთისძირი, ოროზმანი.  11:00დან 11:30საათამდე  და 18:30დან 19:00საათამდე სოფლებს მამიშლო, საფარლო, დალარი, ანგრვანი და მიმდებარე სოფლებს.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 11:00დან 11:30საათამდე და 18:30დან 19:00საათამდე  სოფლებს ალგეთი, ახალსოფელი, ზირბითი, მანგლისი და მიმდებარე სოფლებს, გუგულას ქედს. და 11:00დან 19:00საათამდე სოფლებს საფუძვრები, წინწყარო, ქოსალარი, გოლთეთი და მიმდებარე სოფლებს, ქ თერიწყაროში, თ.მეფის ქუჩას.

11:30დან 18:30 საათამდე წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებს კუში, ოზნი, ბერთა, ბურნაშეთი, ბეშტაშენი, ქ.წალკაში არისტოტელეს ქუჩას.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში 14:00დან 18:00საათამდე სოფლებს, ქვ.არქევანი, თამარისი, ცურტავის, ფარიზი, დიოკნისი და მიმდებარე სოფლებს, ასევე  დაბა თამარისს.

სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა  ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.