შსს-მ 1 პირი დააკავა [video]

2019-04-06 11:02:10

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, 1986 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ა.მ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. [ვიდეო/video]

გამოძიებით დადგინდა, რომ ა.მ.-მ მიმდინარე წლის თებერვალსა და მარტში, ბოლნისში 3 საცხოვრებელი სახლიდან სამკაულები და თანხა მოიპარა.

სამართალდამცველებმა მოპოვებული მტკიცებულებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, მიმდინარე წლის 2 აპრილს ა.მ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა ჩაატარეს, რომელსაც მისი ოჯახის წევრი ესწრებოდა. გამოკითხვის დროს ა.მ-ს დედამ განაცხადა, რომ ამოღებული ნივთები მისი საკუთრებაა.

გამოძიების ფარგლებში, პოლიციის მიერ ამოღებულ სამკაულებზე ჩატარდა ამოცნობები და სამივე დაზარალებულმა მათი კუთვნილი ნივთები ამოიცნეს.

გამოძიება ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.