გამწვანების სამუშაოები რუსთავში

2019-04-07 11:19:55

საგაზაფხულო გამწვანების ღონისძიებების  ფარგლებში, რუსთავში გამწვანების აქცია გაიმართა.

რუსთავსერვის ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი გოროზიამ ნერგები სამსახურის თანამშრომლებთან ერთად დარგო.

კვიპაროსის ლეილანდის 110 ნერგი და 10 ღვია ტაშკენტისა და ქუთაისის ქუჩებზე დაირგო. რუსთავსერვის ცენტრის ინფორმაციით, მარადმწვანე მცენარეები შოთა რუსთაველის ძეგლის გარშემო არსებულ კლუმბშიც დაირგვება.

გიორგი გოროზიას განცხადებით,  გამწვანების სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში ქალაქის ათივე ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ჩატარდება.

ინფო რუსთავის ინფორმაციით, სულ გაზაფხულზე ქალაქის მასშტაბით რამდენიმე ათეული ხე-მცენარე დაირგვება.

მცენარეების დარგვის შემდეგ მათ შემდგომ მოვლა-პატრონობას "რუსთავსერვის ცენტრის" თანამშრომლები უზრუნველყოფენ.

საგაზაფხულო რგვები მაისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. გამწვანების სამუშაოები წინასწარ შერჩეულ ტერიტორიებზე, სპეციალისტების რეკომენდაციებით შემუშავებული გეგმის მიხედვით ტარდება.