რუსთავში 120 ძირი ჭადრის ნერგი დაირგო

2019-04-03 15:12:58

რუსთავში, 120 ძირი ჭადრის ნერგი დაირგო. საგაზაფხულო რგვები სანაპიროს ქუჩიდან დაიწყო.

გამწვანების სამუშაოებში მონაწილეობა "რუსთავსერვის ცენტრის" ხელმძღვანელმა გიორგი გოროზიამ მიიღო.

ინფო რუსთავის ინფორმაციით, ამ ეტაპზე აქცენტი აღებულია ქალაქის ისეთ ადგილებზე, სადაც ცარიელი სივრცეებია. რუსთავში პერიოდულად მწვანდება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ტერიტორიები.

გასულ წელს ხეები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ეზოებშიც დაირგო. საგაზაფხულო რგვები რუსთავში, მაისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. შეგახსენებთ, რომ გამწვანების აქციებს ქალაქის მასშტაბით "რუსთავსერვის ცენტრი" ახორციელებს.


ავტორი

სოფო ცერცვაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები