ცუდი აკუსტიკის გამო დეპუტატებმა ვერ გაიგეს რას უყრიდნენ კენჭს

2019-04-05 14:13:41

მთავრობის ინიციატივა სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების თაობაზე ჩავარდა.

ცუდი აკუსტიკის გამო დეპუტატებმა ვერ გაიგეს რას უყრიდნენ კენჭს.

ამის შემდეგ, დეპუტატმა ლევან კობერიძემ ითხოვა განმეორებითი კენჭისყრის ჩატარება, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ უარი განაცხადა.

სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების პროექტი მიღებული არ არის. 16 აპრილს მოსახერხებელი იქნება რომ განმეორებით დადგეს პროექტი კენჭისყრაზე.

საკითხს პარლამენტი მთავრობის თხოვნით დაჩქარებული წესით იხილავდა, კანონპროექტით, იგეგმება სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმება.