ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა [video]

2019-04-05 11:20:44

წყალწმინდაში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. [ვიდეო/video]

ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა. წინასწარი ინფორმაციით, BMW-ს მარკის ავტომობილმა მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა, ჯერ სატვირთო ავტომანქანას შეეჯახა შემდეგ კი Prado-ს მარკის ჯიპს.

BMW-ს მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. არიან დაშავებულებიც, რომლებიც სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკაში გადაიყვანეს.