რუსთავში რესტორანი დაჯარიმდა

2019-04-04 23:44:37

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გასულ თვეში რუსთავში საწარმოო პროცესი 1 რესტორანს შეუჩერა.

როგორც "ინფო რუსთავს" სურსათის უვნებლობის ქვემო ქართლის რეგიონულ სამმართველოში განუცხადეს, ობიექტში კრიტიკული შეუსაბამობა დაფიქსირდა და რესტორანმა 1000 ლარის ოდენობის ჯარიმა მიიღო. მათივე ინფორმაციით, საზოგადოებრივი კვების ობიექტი დროებით დაიხურა და მუშაობა მას შემდეგ აღადგინა, რაც დარღვევები გამოასწორა.

დარღვევები დაფიქსირდა რეგიონშიც. ქვემო ქართლის მასშტაბით სულ 82 ობიექტი შემოწმდა, მათგან 6-ს კი საწარმოო პროცესი შეუწყდა. აღნიშნულმა ობიექტებმა ამ ეტაპზე მუშაობა უკვე განაახლეს. 

სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს განაგრძობს იმ ბიზნესოპერატორებთან, რომლებიც დასაქმებულები არიან სურსათის წარმოებაში. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში კი ობიექტები 1000 ლარით დაჯარიმდებიან და საწარმოო პროცესი იქმადე შეუჩერდებათ, სანამ არ გამოასწორებენ არსებულ პირობებს.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები