5 აპრილს ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2019-04-04 17:47:09

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 5 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება 09:30-დან 19:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს სოფლებში ფოლადაანთკარი, გამარჯვება, გაჩიანი, ველი, ყარაჯალარი.

11:30-დან 19:00 საათამდე - ბოლნისში მაშავერას, ათონის ქუჩებზე, სოფლებში სამწვერისი, ქვედა ბოლნისი, ხატისოფელი, ვანათი და მიმდებარე სოფლებში.

11:00-დან 19:00 საათამდე - სოფლებს ახალწყალი, ქვემო თელეთი, თელეთი, კუმისი, ტაბახმელა და მიმდებარე სოფლებს.

11:00-დან 16:00 საათამდე - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებს კოდა, მუხათი, ღოუბანი, ბორბალო, ერტისი და მიმდებარე სოფლებს.

17:00-დან 18:30 საათამდე - მარნეულში ჯაფარიძის, საიათნოვას, კეცხოველის, ბაგრატიონის და მიმდებარე ქუჩებზე, სოფელ წერეთელში, აიღლუჯას დასახლებაში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.