მამაკაცი ხიდიდან გადახტა და გარდაიცვალა

2019-04-04 10:02:51

მამაკაცი ხიდიდან გადახტა და გარდაიცვალა.

შემთხვევა ქუთაისში დაახლოებით 9 საათისთვის ჯაჭვის ხიდზე მოხდა.

ადგილზე გამოიძახეს სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

მამაკაცი ხიდიდან სავარაუდოდ სუიციდის მიზნით გადახტა.

გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზის მიზნით სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.