გზაზე ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა

2019-04-03 22:52:43

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა და მთლიანად დაიწვა.

შემთხვევის დროს ავტობუსში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა, რომელმაც გადმოსვლა მოასწრო.

ხანძრის გამო, ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხდა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები, ასევე სახანძრო და სამაშველო ეკიპაჟები არიან მობილიზებული.

ხანძარი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.