გამწვანების აქცია

2018-04-24 19:04:17

გამწვანების ღონისძიებების ფარგლებში, ქალაქის მარჯვენა სანაპიროს სხვადასხვა მისამართზე 1 000 ძირი ხე-მცენარე დაირგვება.

რუსთავს 100 ძირი იაპონური ჯიშის პავლონიის ნერგი პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი ბეგაძემ აჩუქა.

გამწვანების აქციაში მოხალისეებთან ერთად აქტიური მონაწილეობა მიიღო რუსთავის საკრებულოს წევრმა ამირან ჯანჯღავამ. დეპუტატის განცხადებით, გამწავნების აქცია შარტავას გამზირიდან დაიწყო, საგაზაფხულო სეზონის დასრულებამდე კი მთელ ქალაქს მოიცავს. აღნიშნულ პერიოდში ჯამში 200-ზე მეტი იაპონური ჯიშის სწრაფად მზარდი ხე დაირგვება.

ამირან ჯანჯღავა სამოქალაქო საზოგადოებას გამწვანების ღონისძიებეში ჩართულობისკენ მოუწოდეს.

აქციის მიზანი გამწვანების პროცესის ხელშეწყობა და ჯანსაღი გარემოს პოპულარიზაციაა